სპეცრაზმელები აქციის გამო ქართლიდანაც ჩამოიყვანეს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში გვიან ღამეს მობილიზება გამოცხადდა, სპეცრაზმელები ბაზაზე სასწრაფო წესით გამოიძახეს, ტვ პირველის ინფორმაციით, გორიდან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები დედაქალაქში პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის გამო ჩამოიყვანეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც სპეცრაზმელები გორიდან თბილისში მიჰყავთ. 23 თებერვალს ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმით აღებასა და ნიკა მელიას დაპატიმრებაში სწორედ გადაუდებელ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები მონაწილეობდბენ.