2019 წელთან შედარებით დანაშაული შემცირებულია - შს მინისტრი
2019 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12 %-ით, - ამის შესახებ შს მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში შემცირებულია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა.
ქვეყანაში სამართალდაცველთა ძალისხმევის შესახებ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12 %-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირდა ბინები გაქურდვის ფაქტებიც, - განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრმა სხდომაზე იმ დანაშაულებზეც ისაუბრა, რომლებიც გასულ წელს გაიზარდა. ასეთებად მან კიბერდანაშაული, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა 9 ფაქტით დაასახელა.