ჩვენ ვანადგურებთ ქართულ ბანდებს - პოლონეთმა ქართველების მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო

06.03.25 20:54
ჩვენ ვანადგურებთ ქართულ ბანდებს - პოლონეთმა ქართველების მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო

პოლონეთმა კრიმინალური სამყაროს წევრი საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო. ერთ ღამეში საქართველოს 17 მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევეს. ქართველებს პოლონეთი სამხედრო თვითმფრინავით დაატოვებინეს - დადეპორტებულთა შორის კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არიან. მასიური დეპორტაცია პოლონეთის პრემიერმა დააანონსა.  

ქართული დაჯგუფების მიერ ქურდობის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი პოლონელმა სამართალდამცავებმა გუშინ გახსნეს - დაკავებულია სამი 57, 47 და 34 წლის ქართველი - მათ ედავებიან სატვირთ მიკროავტობუსიდან დიდი რაოდენობით ფულის მოპარვას - ადგილობრივი საგამოძიებო უწყება ეჭვობს, რომ მათ დაახლოებით, ნახევარი მილიონი ზლოტი მოიპარეს.

გამოძიება 16 თებერვალს გადაღებულ ვიდეოსაც ასაჯაროებს - პოლონური მხარის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქემ ჯერ გაქირავებული ბინა გაძარცვა, შემდეგ კი პოლიციას გაექცა. ვიდეოში ასახულია დევნის ოპერაცია. პოლონურ მედიაში ქართველთა დაჯგუფების შესახებ შესახებ არაერთი სტატია ვრცელდება - "სასტიკი და საშიში ბანდები" - ასე ახასიათებენ საქართველოს მოქალაქეებს.

2024 წელს პოლონეთის პოლიციამ საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავა - ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია ძარცვა, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა და გამოძალვა. კრიმინალურ რეიტინგში ქართველები მეორე ადგილზე არიან. დანაშაულის დაფარვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები იყენებენ ყალბ პასპორტებსა და მართვის მოწმობებს.

პოლონური მხარე აანონსებს, რომ კრიმინალთან ბრძოლას გააგრძელებს. გაგრძელდება დეპორტაციაც არა მხოლოდ ქართველების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისაც.

პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები