ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ამოღებულია „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1976 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტრო სასწორები"- წერს უწყება.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.