ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინათ, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რეალიზაციის მიზნით უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოიღეს გასაღების მიზნით, რამდენიმე ათეულ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“ და „ჰეროინი“. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება"- აცხადებენ პროკურატურაში.