კრიმინალებს ფრთები აუშრიალეს - კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართვა წულუკიანის კომისიას

13.04.25 19:29
კრიმინალებს ფრთები აუშრიალეს - კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართვა წულუკიანის კომისიას

"ქართული ოცნების" მხილების ახალი სერია დაზარალებული მოქალაქეებისგან - თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების საქმის განხილვამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 

ბოლო რამდენიმე საათია, მოქალაქეები მძიმე ისტორიებს ერთი მეორეს მიყოლებით ჰყვებიან და "ქართულ ოცნებას" მიმართავენ. 

კრიმინალებს ფრთები აუშრიალეს - დაწერა სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინი ხერგიანმა.

ქალი წლების წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა მისი მტკიცებით, აფრასიძეებმა პატარა ბავშვებით სავსე სატრანსპორტო საშუალება დაცხრილეს და გაძარცვეს. 

"პატარა ბავშვებით" სავსე ე.წ. იკაროსი დაგვიცხილეს აფრასიძეებმა ეცერის გზაზე. ქალების კივილი და მამების ფანჯრებზე აფარებული ზურგები მახსოვს გუშინდელი დღესავით.

გადაიყვანეს მძღოლი და იმასთან აწარმოეს "მოლაპარაკება".
რაც კი რამე მიგვქონდა იმ გაჭირვებულ დროში, საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს "პატარა ბავშვებს".

ბოლოს საბურავებიც დაგვიხვრიტეს და წავიდნენ. 
და ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს. 

რატომ დავდიოდით ყოველ ზაფხულს აქ? მამაჩემს ქონდა ეგეთი პრინციპი, ომი იყო თუ ჯანდაბა, აქ მოგვერეკებოდა. სვანეთის არ დავიწყების მიზნით. 

არ ხართ თქვენ ჯანმრთელად, ვისაც აფრასიძეებზე სენტიმენტები გაგიხსნათ თიამ.

საკუთარ ბავშვებს რომ გაფრთხილებოდნენ, დადებდნენ იარაღს. 
აუშრიალეს აქ ანგელოზის ფრთები კრიმინალებს"- წერს მოქალაქე.

ნინი ხერგიანი არ არის ერთადერთი, ვინც წლების წინ მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე საუბრობს და ხელს აფრასიძეებს ადებს. 

მოქალაქე ბექა დადეშქელიანი ამტკიცებს, რომ ევგენი აფრასიძის ოჯახმა მისი ბიძა მოკლა.

"ვერ შეძლებთ ბიძაჩემის მკვლელების გაპატიოსნებას"- მიმართა დაზარალებულმა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიას. 

წულუკიანის საგამოძიებო კომისია ამხილა მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახმაც. 

მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ოჯახის წევრების მკვლელები "ანგელოზებად გამოჰყავს". 

მარიამ ჩოფლიანი ირწმუნება, რომ ევგენი აფრასიძემ თანმხლებ პირებთან ერთად ბაბუა ჯერ უმოწყალოდ სცემა, შემდეგ კი კაცი სასიკვდილო ჭრილობით ადგილზე დატოვეს.

 

 

მსგავსი სიახლეები