"კორძიმ" ამერიკაში კონცერტი გამართა
ქართველმა მუსიკოსმა კორძიმ, რომელიც "ოცნების" გამუდმებული თავდასხმების სამიზნე ამერიკაში კონცერტი გამართა. მასშტაბურ მუსიკალურ საღამოს მანჰეტენმა უმასპინძლა.
ღონისძიება ცნობილ საკონცერტო დარბაზში Sony Hall-ში გაიმართა, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.
კორძისთან ერთად გამოჩნდნენ სცენაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსები: ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე.