ზაფხულში რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით-ზელენსკი

29.04.25 23:55
ზაფხულში რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში “რაღაცას ამზადებს“ და საბაბად სამხედრო წვრთნებს იყენებს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ “სამი ზღვის ინიციატივის” სამიტზე განაცხადა.

“მაგრამ ამჯერად სად? არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს!“ ,- ამბობს ის.

შეხედეთ ბელარუსს - ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით. როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები. მაგრამ ამჯერად სად? არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენი ინსტიტუტი მზად არის თანამშრომლობისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წელს ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად რუსეთი 15 დივიზიის მომზადებას გეგმას, რომელთა რაოდენობა 100-150 ათას სამხედროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები