მასირებული შეტევა დრონებით ხარკოვსა და დნეპრზე - არის მსხვერპლი

30.04.25 10:09
მასირებული შეტევა დრონებით ხარკოვსა და დნეპრზე - არის მსხვერპლი

მასირებული შეტევა უკრაინაზე - რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვსა და დნეპრს დაარტყეს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნეპრში ერთი ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვში დაშავდა სულ მცირე 38 ადამიანი. ქალაქის სხვადასხვა რაიონში 10 ხანძარი გაჩნდა. დანგრეულია სახლები და სხვა ობიექტები. ხარკოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები