მჯერა, რომ ჩემს გამო პუტინი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს - ტრამპი

30.04.25 10:15
მჯერა, რომ ჩემს გამო პუტინი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს. ეს ტრამპმა ადრეც არაერთხელ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს, ტრამპმა დაადასტურა : „დიახ, ვფიქრობ, სურს“.

მისი თქმით, პუტინი პატივს სცემს მას და ამის გამო რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.

„მე რომ არა, ვფიქრობ, მას მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა. ვფიქრობ, მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, ჩემს გამო ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, ის პატივს მცემს და მე მჯერა, რომ ჩემს გამო ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს“, - აღნიშნა ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები