სროლა შვედეთის ქალაქ უფსალაში - დაიღუპა 3 ადამიანი
29 აპრილს შვედეთის ქალაქ უფსალაში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
სამართალდამცავების თქმით, გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის მათ არ აქვთ ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა შემთხვევა ტერორისტულ ან სიძულვილზე დაფუძნებულ დანაშაულს.
სამართალდამცველების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.