აშშ და უკრაინა მინერალების შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერენ - მედია

30.04.25 23:05
აშშ და უკრაინა მინერალების შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერენ - მედია

აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმება თითქმის მზადაა. ორივე მხარე მზადყოფნას აცხადებს, რომ დოკუმენტს დღეს მოაწეროს ხელი, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ საბოლოო დეტალები მუშავდება და შეთანხმება მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაფორმდება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მას შემდეგ, რაც "ბოლო წუთის ცვლილებები" შევა.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დოკუმენტი რატიფიცირებისთვის უკრაინის პარლამენტს გადაეგზავნება.