რუსებმა უკრაინელი ჟურნალისტი აწამეს, მოკლეს და ორგანოები ამოაცალეს

01.05.25 10:49
რუსებმა უკრაინელი ჟურნალისტი აწამეს, მოკლეს და ორგანოები ამოაცალეს

პუტინის რეჟიმის მიერ ჩადენილი ახალი დანაშაული - უკრაინელ ჟურნალისტს, რომელიც რუსეთში წამებით მოკლეს,  ორგანოები დაჰქონდა ამოცლილი. 27 წლის ვიქტორია როშინა გასულ წელს დაიღუპა - უმძიმესი ფაქტები კი საქმეზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძოებით დადგინდა. 

როშინა რუსმა ოკუპანტებმა 2023 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში, ზაპოროჟიეში ჩავიდა რუსული ძალების მიერ უკრაინელების უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევების გამოსაძიებლად. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ომის დანაშაულების განყოფილების უფროსის, იური ბელოუსოვის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის ცხედრის სასამართლო ექსპერტიზამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი გამოავლინა, მათ შორის, "ნაწიბურები და სისხლჩაქცევები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მოტეხილი ნეკნი, კისრის დაზიანებები და შესაძლო ელექტროშოკის ნიშნები მის ტერფებზე". 

მსგავსი სიახლეები