ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე: ახლა ეს ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა

01.05.25 23:21
ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე: ახლა ეს ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა

ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება ხელმოწერილია და უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არავითარი შეყოვნებები არ იყოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა კარგად იმუშავეს და მომზადების პროცესში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ახლა ეს ნამდვილად თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც ქმნის უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას - საკმაოდ წონიანს - ამის გარდა, უკრაინაში წარმოებების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის [შესაძლებლობას] და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს სახელმწიფოში იურიდიული პრაქტიკების მოდერნიზაციის [შესაძლებლობას]”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაში არ არის დავალიანება და იქნება აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას მოახდენს.