ამერიკა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი აღარ იქნება - რა თქვა სახდეპის პრესსპიკერმა

02.05.25 10:41
ამერიკა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი აღარ იქნება - რა თქვა სახდეპის პრესსპიკერმა

ამერიკა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი აღარ იქნება -  ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსსპიკერმა განაცხადა. ტემი ბრიუსის თქმით,  ვაშინგტონი კვლავ რჩება მოლაპარაკებების სივრცეში, თუმცა  "ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად „მსოფლიოში ფრენას“ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად"

ვაშინგტონში ამბობენ, რომ ახლა რუსეთისგან და უკრაინისგან ელოდებიან კონკრეტულ ხედვებს, მათ როგორ წარმოუდგენიათ კონფლიქტის დასრულება.  

„სახელმწიფო მდივანმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტილი შეიცვლება, შეიცვლება ჩვენი წვლილის მეთოდოლოგია იმით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შუამავლები. ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით (სამშვიდობო მოლაპარაკებებში) და დავეხმარებით ყველანაირად. თუმცა, ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად „მსოფლიოში ფრენას“ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის (უკრაინისა და რუსეთის) პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

თუ აქამდე ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, რამდენიმე საათის წინ, ფოქს ნიუსის ეთერში საუბრისას ჯეი დი ვენსმა განაცხადა რომ ომი მალე არ დასრულდება.

ამ ფონზე კი ცნობილი ხდება რომ უკრაინის რადაში უკვე დაარეგისტრირეს კანონპროექტი უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სასარგებლო წიაღისეულის გარიგების რატიფიცირების შესახებ.

„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ, სასტიკ კონფლიქტს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები