მედია: ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების გზები შესთავაზეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების გზები შესთავაზეს - ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, წყაროები არ აკონკრეტებენ, რას მოიცავს ზეწოლის გეგმა, რადგან ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.