პუტინი საკმარისად აფერხებს და ხელს უშლის მოლაპარაკებებს, მსოფლიო მოთმინებას კარგავს - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული საუბრის შემდეგ X-ზე წერს, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს ხელს უშლის.
მსოფლიო მოთმინებას კარგავს - ამბობს ლემი.
„დღეს ჯეი დი ვენსთან საუბრის დროს გავიმეორეთ ჩვენი საერთო სურვილი დავასრულოთ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და ჩვენი ერთგულება მყარი მშვიდობისადმი.
პუტინმა საკმარისად დააყოვნა და ხელი შეუშალა მოლაპარაკებებს. მსოფლიომ მოთმინება დაკარგა", - წერს ლემი.