შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია 8 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა გერმანიაში - ქალაქ შტუტგარდში, მანქანა ხალხში შევარდა. დაშავებულია რვა ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეაა და მკურნალობას კლინიკებში განაგრძობენ.
"დოიჩე ველე" წერს, რომ მძოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ეჭვმიტანილი 42 წლის მამაკაცია, რომელიც ოლგაეკის რაიონში, მერსედესის ჯი კლასის მოდელით გადაადგილდებოდა. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. მომხდარის მიზეზი და დამატებითი დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.