ზელენსკი: პარტნიორებისგან რეალური გადაწყვეტილებები გვჭირდება... მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება

გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი ყველა პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს - მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება.
ზელენსკის თქმით, რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან.
„სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს.