სალონიკში დაიღუპა ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ასაფეთქებლის ბანკომატში ჩამონტაჟებას ცდილობდა

საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სალიკონში მომხდარი აფეთქების შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა", -ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის დამონტაჟებასაც ბანკომატში ცდილობდა.
როგორც ჩანს, მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა და ბანკის ბანკომატში მისი ჩადებას გეგმავდა, რაღაც არასწორად წარიმართა და მის ხელში აფეთქდა“, - განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს.