მედია: ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა - აფეთქებები იყო ნოვოროსიისკსა და კრასნოდარში

03.05.25 12:33
მედია: ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა - აფეთქებები იყო ნოვოროსიისკსა და კრასნოდარში

ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

აფეთქებები მოხდა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარეში. აფეთქებები იყო ანაპასა და ვიტიაზევოშიც. ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქშიც.

ნოვოროსიისკის მერის ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - დაშავდა 4 ადამიანი/

გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა მარცვლეულის ტერმინალში სამი რეზერვუარი დააზიანა.

მსგავსი სიახლეები