Reuters: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს

03.05.25 13:19
Reuters: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები, მათ შორის "გაზპრომი" და სხვა კომპანიები, წარმოადგენს.

ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. ამას ხელი ტრამპმა უნდა მოაწეროს. ეს სრულიად მისი გადასაწყვეტია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

 უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სანქციების აღნიშნულ პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

მსგავსი სიახლეები