აშშ უკრაინას F-16-ებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის, $310 მილიონს მისცემს

03.05.25 19:43
აშშ უკრაინას F-16-ებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის, $310 მილიონს მისცემს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოვლისა და პერსონალის წვრთნებისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებით, პაკეტი F-16-ების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები