რუსულმა დრონებმა კიევს შეუტიეს - დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი

04.05.25 10:13
რუსულმა დრონებმა კიევს შეუტიეს - დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი

რუსულმა დრონებმა გასულ ღამეს კიევს შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმას დედაქალაქის სამ რაიონში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია.

თავდასხმის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები და მრავალსართულიანი კორპუსები, დაიწვა მანქანებიც.

მსგავსი სიახლეები