რუმინეთში დღეს ისევ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

04.05.25 10:32
რუმინეთში დღეს ისევ საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

რუმინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არის ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის მეორე მცდელობა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ ნოემბერში პრორუსი კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს მოგებული არჩევნების შედეგები გააუქმა.

რუმინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქვს სადაზვრვეო ინფორმაცია, რომელიც წინა არჩევნებში  უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის ჩარევას ადასტურებს. რუმინული დაზვერვა ამტკიცებს, რომ ქვეყანა  რუსეთის "აგრესიული" ჰიბრიდული აქტივობების სამიზნე იყო, მათ შორის საუბარია კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიაზე.


 

ამჯერად არჩევნებში 11 რეგისტრირებული კანდიდატი (ოთხი დამოუკიდებელი) მონაწილეობს. წინა არჩევნების დროს საპრეზიდენტო პოსტზე 13 კანდიდატი იყო.

 

გამოკითხვებით ლიდერობს რუმინელთა გაერთიანებისთვის ალიანსის ლიდერი, ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმონი, რომელიც ნოემბრის არჩევნებში ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

სიმონი რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანების მომხრეა, რისთვისაც ოფიციალურმა კიშინიოვმა მას ქვეყანაში შესვლა რამდენჯერმე აუკრძალა.

ის ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავეს უწოდებს, მაგრამ ამავე დროს ეწინააღმდეგება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, სადაც ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. სიმონი ასევე ცნობილია ევროსკეპტიციზმითა და ჰომოფობიური განცხადებებით.

მსგავსი სიახლეები