მზად ვართ, გადავიდეთ ცეცხლის სწრაფი შეწვეტისკენ, თუ ამას რუსეთის სარკისებრი ნაბიჯები მოჰყვება - ზელენსკი

04.05.25 10:39
მზად ვართ, გადავიდეთ ცეცხლის სწრაფი შეწვეტისკენ, თუ ამას რუსეთის სარკისებრი ნაბიჯები მოჰყვება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, რაც შეიძლება სწაფად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, თუკი ამას რუსეთის სარკისებრი ნაბიჯები მოჰყვება. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ დღეისათვის რუსეთის იერიშები მხოლოდ ომის გაგრძელების სურვილზე მიუთითებს. 

ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი…

მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები