ზელენსკი: მოსკოვი 9 მაისს სიჩუმეს ითხოვს, თავად კი უკრაინას ყოველდღიურად უტევს... ეს უმაღლესი დონის ცინიზმია
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ცინიზმში ადანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვი 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, თავად კი უკრაინას ყოველდღიურად უტევს.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს კიევის ოლქი დაბომბა. მისი თქმით, მხოლოდ ერთ ღამეში მშვიდობიან ქალაქებში ოკაპანტმა 164 დრონი გაუშვა.
რუსეთი ითხოვს სიჩუმეს 9 მაისს, ხოლო თავად უკრაინას ყოველდღე ურტყამს. ეს არის უმაღლესი დონის ცინიზმი... საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ ერთი თვით მაინც, რომ დაასრულოს ომი, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც უკრაინას იცავენ, ხოლო რუსეთზე ზეწოლას აგრძელებენ.