"უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია" - პუტინი ომის შესახებ ახალ განცხადებას აკეთებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან შერიგება გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ მან პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს მხოლოდ დროის ამბავია, - თქვა მან ინტერვიუში.
ამასთან, პუტინი ირწმუნება, რომ მისი შეცდომაში შეყვანა სურდათ, რათა ატომური იარაღი გამოეყენებინა.
მათ უნდოდათ ჩვენი პროვოცირება, უნდოდათ, რომ შეცდომები დაგვეშვა. და არ იყო საჭირო იმ იარაღის გამოყენება, რომელიც თქვენ ახსენეთ. იმედი მაქვს, არც მომავალში გახდება საჭირო, - განაცხადა დიქტატორმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას აქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რათა დაასრულოს ის, რაც დაიწყო და მიაღწიოს იმ შედეგს, რაც კრემლის ინტერესშია.