პუტინი პოლიტიკურ მეგობრებს ელოდება - ვინ ჩადის და ვინ არა 9 მაისს მოსკოვში

04.05.25 20:39
პუტინი პოლიტიკურ მეგობრებს ელოდება - ვინ ჩადის და ვინ არა 9 მაისს მოსკოვში

მოსკოვში დიდი სამზადისია. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავს წითელ მოედანზე პომპეზურად აღნიშნავენ. სამხედრო აღლუმის წინ იყო რეპეტიციაც, თუმცა ჯარისკაცების ნაცვლად დღეს წითელ მოედანზე სამხედრო სამოსში შემოსილი 1500-მდე სკოლის მოსწავლე გაატარეს. 9 მაისს პუტინი მოსკოვში უცხოელ ლიდერებს ელოდება.

უკრაინის პრეზიდენტი კი ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ სამდღიან სიჩუმეს "უმაღლესი დონის ცინიზმად" აფასებს. რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ მზადაა, ფრონტზე ცეცხლი რამდენიმე საათით შეწყვიტოს, თუმცა შეწყვეტის ნაცვლად იბომბება კიევი. უკრაინის დედაქალაქს გამთენიისას ისევ დრონებით შეუტიეს. სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები იყო, ამიტომ დაშავებულია 11 ადამიანი, მათაგნ 2 ბავშვია.

ზელენსკი ამბობს, რომ პუტინის პირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ცეცხლი, მინიმუმ, 30 დღით შეწყდება. 

რჩება განცდა, რომ მოსკოვში პროვოკაცია მზადდება. პუტინი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა 3 დღით უნდა, თუმცა თუ რამე მოხდება, ამას აუცილებლად უკრაინას დააბრალებს. ამიტომ, ზელენსკი პუტინის მეგობრებს დაფიქრებას ურჩევს, ვიდრე მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად გაემგზავრებიან, რადგან კიევი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შეიძლება, 9 მაისს მოსკოვში მოხდეს.

ეს განცხადება კრემლში მუქარად აღიქვეს. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები