რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა-მეორე ტური 18 მაისს გაიმართება

05.05.25 10:31
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა-მეორე ტური 18 მაისს გაიმართება

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.

რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.

ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და ვისაც კვლავ სჯერა თავისუფალი, დაფასებული და სუვერენული რუმინეთის“, – განაცხადა სიმიონმა.

ცნობისთვის, ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები