მედია: რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

05.05.25 20:55
მედია: რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, მარჩელ ჩოლაკუ თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მმართველი კოალიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა.

მისი თქმით, პარტიის წევრი მინისტრები კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან განიხილავენ, დარჩებიან თუ არა ისინი დროებით მთავრობაში.

ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, - განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ.

ცნობისთვის, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში ნაციონალისტმა კანდიდატმა, "რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გამარჯვება. მეორე ადგილზე ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.