ღაზას სექტორში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია იგეგმება - ნეთანიაჰუ

05.05.25 21:03
ღაზას სექტორში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია იგეგმება - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი ინტენსიური სამხედრო ოპერაცია იგეგმება - მისი თქმით, ახალი ოპერაციის მიზანი "ჰამასის" დამარცხება იქნება. 

ნეთანიაჰუ არ აკონკრეტებს, რას მოიცავს სამხედრო ოპერაცია, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი ევაკუაცია მოხდება. 

მივიღეთ გადაწყვეტილება "ჰამასის" გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ" - თქვა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები