ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიასა და ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
საუბრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა და მოუთმენლად ელის "ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად".
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ერდოღანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა საკითხებზე. პრეზიდენტმა მიმიწვია თურქეთში და, ასევე, ის ასევე ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ბევრ საკითხზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად – ახლავე“, – წერს ტრამპი.