დრონებით თავდასხმა ხარკოვზე - იწვის ბაზარი
დრონებით თავდასხმა ხარკოვზე - როგორც ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი, თავის Telegram არხზე წერს, ქალაქის რვა ადგილას 20 დარტყმა განხორციელდა. თუმცა უცნობია ოცივე დრონებით მოხდა თუ არა. იწვის ბარაბაშოვოს ბაზარი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ოთხი დაშავებულის, მათ შორის ორი ხანდაზმულის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 100-ზე მეტი ჩამოგდებული დრონის შესახებ იტყობინება. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანმა დაწერა რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოგდებულ 19 უკრაინულ დრონზე.
დრონებით იერიშისას მოსკოვისა და კიდევ ორი ქალაქის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო. უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.