გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ბლოკის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად დაამტკიცა.
გერმანიის პარლამენტმა მერცი კანცლერად ხმის მიცემის მეორე ტურის შედეგად აირჩია.
მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.
მანამდე, მერცმა გერმანიის კანცლერად ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო. ბუნდესტაგში კენჭისყრის პირველ ტურში მან 310 ხმა მოაგროვა. კანცლერობისთვის კი 316 ხმა სჭირდებოდა.