უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 205 ჯარისკაცი დააბრუნა

06.05.25 18:53
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 205 ჯარისკაცი დააბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 6 მაისს რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა.

ისინი სხვადასხვა რეგიონის ციხეებში ჰყავდათ გადანაწილებული, სპეციალურად იმ სისტემაში, რომლის მიზანიც იყო "ზიზღით და ტანჯვით ადამიანის ღირსების მოსპობა".

ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც მარიუპოლის, ისე ფრონტის სხვა მონაკვეთების დამცველები.

მსგავსი სიახლეები