მაკრონი და მერცი თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან

07.05.25 21:02
მაკრონი და მერცი თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან

საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს შექნიან", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ ერთობლივ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის განცხადებით, საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და ევროკავშირის სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიულ პასუხს შეიმუშავებს.

ჩვენ დავაფუძნებთ ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება ჩვენი საერთო სტრატეგიული გამოწვევების დასაძლევად...

საფრანგეთი და გერმანია, პარტნიორებთან ერთად, აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე“ - განაცხადა მაკრონმა.

კანცლერ მერცის განცხადებით, გერმანია მზად არის  ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს ხელი შეუწყოს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.

მსგავსი სიახლეები