რომის პაპის ასარჩევად სიქსტის კაპელაში კარდინალთა კონკლავი დაიწყო

07.05.25 19:40
რომის პაპის ასარჩევად სიქსტის კაპელაში კარდინალთა კონკლავი დაიწყო

რომის პაპის ასარჩევად სიქსტის კაპელაში  კარდინალთა კონკლავი დაიწყო. ტრადიციის თანახმად, კარდინალთა პროცესია პავლეს კაპელიდან დაიწყო და სიქსტის კაპელასთან დასრულდა. 

 კარდინალებმა სიქსტის კაპელაში შესვლის შემდეგ  საკურთხეველს პატივი სცეს და საკუთარი ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ, კარი ჩაიკეტა და წარმოთქვეს სიტყვები:  "extra omnes" – რაც ნიშნავს, რომ სხდომაზე ყველა არაწევრი პიროვნება უნდა გავიდეს. ამ მომენტიდან კონკლავი ოფიციალურად დაწყებულად ითვლება.

კარდინალები დღეს საღამოს  გამართავენ პირველ საიდუმლო კენჭისყრას. შედეგს კი მთელი კათოლიკური სამყარო დაელოდება წმინდა პეტრეს მოედანზე და ტელეეკრანებთან დაელოდება. 

შავი კვამლის ამოსვლა  ნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგად პაპი ჯერ არ აირჩიეს და კონკლავი  ხვალ გაგრძელდება. თეთრი კვამლის ამოსვლა კი ნიშნავს, რომ ახალი პაპი უკვე არჩეულია.

გადაწყვეტილება 115 კარდინალმა უნდა მიიღოს, რაც კარდინალთა კონკლავის შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ჯერჯერობით, კარდინალებს გამოკვეთილი ფავოროტი არ ყავთ.

 ცნობისთვის, სიქსტის კაპელა XV საუკუნიდან მოყოლებული ყოველი პაპის არჩევის ადგილს წარმოადგენს. ბოლო კონკლავი 2013 წელს შედგა და მასში ხუთი ხმის მიცემის რაუნდის შემდეგ არჩეულ იქნა ფრანცისკე პაპი — რაც ერთ-ერთ  თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სწრაფ არჩევად ითვლება.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში შაბათს დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები