მედია: პუტინის ცალმხრივი ზავის პირველი ღამე - რუსულმა თვითმფრინავებმა სუმის ოლქს ბომბები მაინც ესროლეს
რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის პირობებში უკრაინის ცაზე უპილოტო საფრენი აპარატები არ გამოჩენილა, თუმცა რუსულმა თვითმფრინავებმა სუმის ოლქს მართვადი ბომბები 2-ჯერ ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, თუმცა დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არაფერს წერს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, კრემლის განცხადებით, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს.
უკრაინამ თავის მხრივ უარყო პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და აღნიშნა, რომ "უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს, მოსკოვში, მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს".