ინდოეთსა და პაკისტანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია - ბოლო ცნობები

08.05.25 10:32
ინდოეთსა და პაკისტანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია - ბოლო ცნობები

ინდოეთსა და პაკისტანში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია - გასულ ღამეს პაკისტანისა და პაკისტანის ქაშმირში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პაკისტანის სამხედრო ძალები ავრცელებენ.  არმიის პრესსპიკერის, აჰმედ შარიფ ჩაუდრის თქმით, დაშავდა 57 ადამიანი.

პაკისტანში ამტკიცებენ, რომ  საჰაერო ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ხუთი ინდური გამანადგურებელი ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით ამ ბრძოლაში 125 ავიაგამანადგურებელი მონაწილოებდა.

  • ინდოეთმა განაცხადა, რომ მან სამიზნეებზე იერიში მიიტანა ქაშმირში ორი კვირის წინ ტურისტებზე თავდასხმის საპასუხოდ. თუმცა პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს მონაწილეობას თავდასხმაში, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით კი ინდოეთზე პაკისტანის იერიშები მხოლოდ სამხედრო პუნქტებზე განხორციელდება.

როგორც ხავაჯა ასიფიმ აღნიშნა, თავდასხმები სამოქალაქო ობიექტზე არ მოხდება.

ინდოეთში, შაბათამდე 21 აეროპორტი აჩერებს მუშაობას.