პუტინის 9 მაისი - ვინ გადაიფიქრა და ვინ ჩავიდა მოსკოვში?
პუტინი ცხრა მაისის სამხედრო აღლუმისთვის ემზადება, თუმცა წითელ მოედანზე ლიდერებისთვის გატანილი სკამები შესაძლოა ცარიელი დარჩეს. უკვე დადასტურებულია, რომ მოსკოვში აღარ ჩადის ილჰამ ალიევი. ეს ცნობა უკვე მოსკოვშიც მივიდა. ასევე მოსკოვში ვიზიტი გაუქმებული აქვს ლაოსის პრეზიდენტსაც, რომელიც, როგორც ავრცელებენ ცნობებს, კორონავირუსით დაავადდა.
დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა რობერტ ფიცოთ, ის მოსკოვში ჩასვლაზე უარს არ ამბობს, თუმცა მას ფრენა ჩაეშალა, მას შემდეგ რაც ესტონეთმაც თქვა, რომ მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცეში არ შეუშვებს.
მოსკოვში უკვე ჩასულია ალექსანდ ვუჩიჩი, რომელსაც ასევე შეფერხება ჰქონდა რუსეთში ჩასვლაზე.
„რა თქმა უნდა, ეს არის განზრახ მცდელობა, ჩაშალონ ჩემი ვიზიტი მოსკოვში. ეს უკიდურესად არღვევს ჩვენს მთელ პროგრამას, შესაძლოა საღამოს დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრება ვერ შევძლოთ. პროტოკოლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსკოვში ჩასვლა შევძლო და ოთხ უაღრესად მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა", - ამბობს ფიცო.
შესაძლოა მოსკოვში, 9 მაისს, ევროპელი ლიდერები არ გამოჩნდნენ, თუმცა დიდი შანსია, რომ პუტინის მოკავშირე სხვა ლიდერები აღლუმს დაესწრებიან. მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც რუსეთს 7-დან 9 მაისამდე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. კრემლის განცხადებით, სი ძინპინი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნაში მონაწილეობას მიიღებს.
- რუსეთის მედიასააგენტოების თანახმად, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს უცხო ქვეყნის 29 ოფიციალური პირი დაესწრება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე სი ძინპინთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვაც იქნება. კრემლის მიერ დადასტურებულ სიაში ასევე დასახელებულნი არიან ინდონეზიის, ბურკინა-ფასოს, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, კონგოს, მიანმარის, კუბას, ეთიოპიისა და ეკვადორული გვინეის ლიდერები.
რუსეთის არმიამ კი 46 საათიანი სიჩუმის ზავი რამდენიმე საათში დაარღვია - პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანმდებისსს ამოქმედებიდან მალეე, პირველი აფეთქების ხმები სუმსა და დონეცკის რაიონებში გაისმა. დრონები არ, თუმცა ამჯერად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო რაკეტების მოქმედება დააფიქსირეს.