პაპი აირჩიეს- სიქსტეს კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა

08.05.25 20:12
პაპი აირჩიეს- სიქსტეს კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა

სიქსტის კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კარდინალებმა, კონკლავის მეორე დღეს, ახალი პაპი აირჩიეს.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისი ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

გადაწყვეტილება 115 კარდინალს უნდა მიეღო, რაც კარდინალთა კონკლავის შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. 

ცნობისთვის, სიქსტეს კაპელა XV საუკუნიდან მოყოლებული ყოველი პაპის არჩევის ადგილს წარმოადგენს. ბოლო კონკლავი 2013 წელს შედგა და მასში ხუთი ხმის მიცემის რაუნდის შემდეგ არჩეულ იქნა ფრანცისკე პაპი — რაც ერთ-ერთ  თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სწრაფ არჩევად ითვლება.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში შაბათს დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები