რომის ახალი პაპის ვინაობა ცნობილია

08.05.25 21:18
რომის ახალი პაპის ვინაობა ცნობილია

კათოლიკურ სამყაროს 267-ე რომის პაპი ჰყავს- რობერტ პრევოსტი (Robert Francis Prevost), 69 წლის არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსთა საქმეების დიკასტერიის პრეფექტი, რომელიც ჩიკაგოშია დაბადებული და პერუში მსახურობდა.

ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

იგი ცნობილი იქნება, როგორც ლეო XIV. ამის შესახებ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს კარდინალმა პროტოდიაკონმა განუცხადა. 

ცნობისთვის, სიქსტეს კაპელა XV საუკუნიდან მოყოლებული ყოველი პაპის არჩევის ადგილს წარმოადგენს. ბოლო კონკლავი 2013 წელს შედგა და მასში ხუთი ხმის მიცემის რაუნდის შემდეგ არჩეულ იქნა ფრანცისკე პაპი — რაც ერთ-ერთ  თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სწრაფ არჩევად ითვლება.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში შაბათს დაკრძალეს.