დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია-ტრამპი

08.05.25 21:57
 დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია-ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი რომის პაპის არჩევას ეხმიანება და წერს, რომ “დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია“

ტრამპის თქმით, ის მოუთმენლად ელის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას და მიიჩნევს, რომ “ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!" 

ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დაინიშნა [რომის] პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა აღფრთოვანება და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!" -წერს ტრამპი.

კათოლიკურ სამყაროს 267-ე რომის პაპი ჰყავს- რობერტ პრევოსტი (Robert Francis Prevost), 69 წლის არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსთა საქმეების დიკასტერიის პრეფექტი, რომელიც ჩიკაგოშია დაბადებული და პერუში მსახურობდა.

ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

იგი ცნობილი იქნება, როგორც ლეო XIV.

მსგავსი სიახლეები