რომის ახალი პაპის მიმართვა: ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში

08.05.25 23:34
რომის ახალი პაპის მიმართვა: ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში

რომის ახალმა პაპმა, ლეო მეთოთხმეტემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მიმართა. როგორც მან თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, “უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს - ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში“.

მიმართვაში პაპმა ეკლესიის მისიონერულ როლსს და ქველმოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

ერთად, უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს… დიალოგებს ამყარებს, რომლებიც ყოველთვის ღიაა ამ მოედანზე ხელგაშლილი ხელებით მიგიღოს - რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მიიღოს, ვინც ჩვენს ქველმოქმედებას, ჩვენს მონაწილეობას, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს…“

ასე რომ, თქვენთან ერთად ლოცვა მსურს. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის. და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა ლეო XIV.

მსგავსი სიახლეები