სავაჭრო შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკას შორის - მხარეებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს
სავაჭრო შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკას შორის - მხარეებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, ბრიტანეთი ბაზარს უხსნის ამერიკული საქონლის ხორცის და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს. თავის მხრივ, ვაშინგტონი ლონდონს დაპირდა, რომ ბრიტანულ ავტომობილებს და ფოლადდს უფრო ხელსაყრელი პირობები ექნებათ ამერიკაში ექსპორტისას.
თეთრ სახლში ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომლის შესახებაც უფრო მეტ დეტალი მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით, ეს შეთანხმება ათასობით სამუშაო ადგილს დაიცავს ავტოინდუსტრიაში.
ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს 10%-იან ტარიფს დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე, რომელიც ტრამპმა 2 აპრილს დააწესა. ბევრი ეკონომისტი იმედოვნებდა, რომ ტარიფი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მოიხსნებოდა, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ 10%-იანი უნივერსალური ტარიფი, სავარაუდოდ, ნებისმიერი მოლაპარაკებების მინიმალური ზღვარი იქნება.