Reuters: აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ
Reuters-ი იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წინადადებას უარყოფს, მის წინააღმდეგ ახალი ერთობლივი სანქციები დაწესდება.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის პოლიტიკური და ტექნიკური მოლაპარაკებები გასული კვირიდან გააქტიურდა.
ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვართ შეთანხმებულები საბოლოო პროექტთან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კონვერგენციის მომენტში ვართ... რაც შეიძლება მოხდეს მომდევნო საათებსა და დღეებში, შეიძლება გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა 30-დღიანი ან ფრაგმენტული ფორმით, რაც ჯერ კიდევ განიხილება", - განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ ანონიმურობის პირობით.