"ყოფილ უფროსს ჩაბეტონებით ემუქრებოდა" - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

10.05.25 10:15
"ყოფილ უფროსს ჩაბეტონებით ემუქრებოდა" - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 37 წლის კაცს მკვლელობის მუქარას ედავებიან. ადგილობრივი გამოძიება იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი, "სიცოცხლის მოსპობით და ჩაბეტონებით" ყოფილ უფროსს ემუქრებოდა. 

შურისძიების სავარაუდო მიზეზად მისი სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება. ქართველ მამაკაცს, ბრალი უკვე წარუდგინეს.  მას სამ წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები