ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ
ევროპელი ლიდერები კიევში იმყოფებიან - კირ სტარმერი, ფრიდრიხ მერციი, ემანულ მაკრონი და დონალდ ტუსკი მატარებლის სადგურში დილით ადრე გამოჩნდნენ.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის ახლადდანიშნული კანცლერი, ბრიტანეთის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის ლიდერი კიევში მსურველთა კოალიციის შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი უმასპინძლებს. შეხვედრის მიზანი რუსეთის იძულებაა, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.