რას ამბობს კიმ ჩენ ინი ომში უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ჩართვაზე?
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო. როგორც Reuters წერს, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ამას "მოძმე ერის" დასაცავად, "სუვერენული უფლებების განხორციელება" უწოდა.
კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი უყოყმანოდ დაუშვებს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ აშშ "გააგრძელებს სამხედრო პროვოკაციებს რუსეთის წინააღმდეგ“.
"ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ეს შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს. მე ყველა მამაც ჯარისკაცს, ვინც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ", - თქვა მან.